ტრენინგი იწყება ქ. თბილისის №138 საჯარო სკოლაში

Saturday 31 May 2014

დღე მეხუთე

შეგახსენებთ დავალებას:
წაიკითხეთ III და IV მოდული.
მოიფიქრეთ და გააკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის მონახაზი.

დაასრულეთ პროექტის მსვლელობა/აქტივობები.

და   პირადობის მოწმობის ქსერო ასლებისმოტანა  არ დაგავიწყდეთ!!!



Wednesday 28 May 2014

ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

გილოცავთ ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს!


ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა
ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა.


Tuesday 27 May 2014

დღე მეოთხე

შეგახსენებთ დავალებას:

·         წაიკითხეთ II მოდულის აქტივობა 3, 4, 5.
·         შეავსეთ პროექტის გეგმა შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზის ჩათვლით.
·         გადახედეთ  და მოსწავლეთა წინარეცოდნის შესაფასებელ ინსტრუმენტებში (გონებრივიიერიშივიცი-მინდავიცოდევისწავლე...) ჩაწერეთ მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები.
·          გაიხსენეთ პრეზენტაციის აწტობა პროგრამა PowerPoint-ში.
·         გააკეთეთ კომენტარი მინიმუმ 3 კოლეგის ბლოგზე. 


პირადობის მოწმობის ქსერო ასლებისმოტანა  არ დაგავიწყდეთ!!!

Friday 23 May 2014

ყურადღება!

ახმეტის რაიონის N2 საჯარო სკოლაში ტრენინგი ჩატრდება  ორშაბათს, 26 მაისს,

I - ჯგუფი - 10:00 საათზე;
II - ჯგუფი - 14:00 საათზე;

Sunday 11 May 2014

დღე მესამე

შეგახსენებთ დავალებას:

  • წაიკითხეთ II მოდულის 1 და 2 აქტივობა.
  • შეიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები თქვენი პროექტისთვის.
  • შეავსეთ პროექტის გეგმა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ჩათვლით.
  • ჩამოწერეთ პროექტის მსვლელობა და აქტივობები.

პირადობის მოწმობის ქსერო ასლებისმოტანა  არ დაგავიწყდეთ!!!


Saturday 10 May 2014

დღე მეორე

შეგახსენებთ დავალებას:

·                     წაიკითხეთ I მოდული ბოლომდე.
·                     დაასრულეთ პუბლიკაციაზე მუშაობა.
·                     გადახედეთ თქვენი საგნის სტანდარტს და XXI საუკუნის უნარ-ჩვევებს.  შეარჩიეთ რომელი მათგანის მიღწევა გსურთ თქვენს   პროექტში.
·                     შეავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის ის ნაწილირომელიც ტრენინგზე აღვნიშნეთ.
·                     გადახედეთ კოლეგების ბლოგებს და გააკეთეთ კომენტარი მინიმუმ 3 კოლეგის ბლოგზე.
·                     დაწერეთ მეორე დღის რეფლექსია ბლოგზე.

Friday 9 May 2014

დღე პირველი

შეგახსენებთ დავალებას:
  • წაიკითხეთ I მოდულის 1, 2, 3 აქტივობები.
  • დაწვრილებით  განიხილეთ ინტელის რესურსებიდან ერთი პროექტის გეგმა და მისი რესურსები.
  • მოიფიქრეთ საპროექტო იდეა და დაწერეთ.
  • გახსენით ბლოგი.
გისურვებთ წარმატებებს!    - თქვენ ამას აუცილებლად შეძლებთ J

Saturday 3 May 2014

მეცხრე დღე

3 მაისს დავასრულეთ ტრენინგი მცეთის რაიონის პედაგოგებისათვის.
აი, როგორი რჩევა მოგვცა წეროვნის 1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის  პედაგოგმა ნინო  ხუციაშვილმა (P.S ტრენინგის დასაწყისში ნინო კომპიუტერს "საუკუნის მონსტრს" ეძახდა)




P.S. საავტორო უფლებები დაცულია©     JJJ

ყველას გილოცავთ! წარმატებებს გისურვებთ!!!