ტრენინგი იწყება ქ. თბილისის №138 საჯარო სკოლაში

კურსის შესახებ



მოდული 1: პროექტებით სწავლება
თემა: პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი
ძირითადი აქტივობები:
·      პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა
·      სტატიის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე და მისი გამოცემა
·      თქვენი პროექტის შესაბამისი 21-საუკუნის უნარ-ჩვევების შერჩევა
·      საპროექტო იდეების გენერირება
·      რეფლექსია თქვენს ბლოგზე

მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვა
თემა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება
ძირითადი აქტივობები:
·      სტანდარტების შემუშავება თქვენი პროექტისთვის
·      სასწავლო ამოცანების ჩამოყალიბება
·      მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება
·      შეფასების ეფექტური სტრატეგიების მოკვლევა
·      დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზის შექმნა
·      შეფასების ფორმის შედგენა მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისთვის
·      პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა
·      რეფლექსია თქვენს ბლოგზე

მოდული 3: კავშირები
თემა: ინტერნეტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
ძირითადი აქტივობები:
·    უკუკავშირის მიღება პროექტის პორტფოლიოზე და მოსწავლეთა უკვე გამოვლენილი საჭიროებების შეფასება
·    იდეების გაზიარება, პროექტზე დაფუძნებული სწავლებით სტანდარტის შედეგების მიღწევაზე
·      საავტორო უფლებების კანონმდებლობის გაცნობა და მისი გამოყენება
·      ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტის შექმნა
· ინტერნეტრესურსების გამოყენების დანერგვა კვლევის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, პრობლემების გადაჭრისა და 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების მხარდასაჭერად.
· ონლაინთანამშრომლობითი ვებსაიტების გამოყენება პროექტის იდეების გაზიარებისთვის
·      რეფლექსია თქვენს ბლოგზე

მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შედგენა
თემა: პროექტის შედეგები მოსწავლის თვალთახედვით
ძირითადი აქტივობები:
·      სტრატეგიების შერჩევა პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ საკლასო გარემოსთან მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად
·  მოსწავლეთა მიერ შექმნილი გამოცემის, პრეზენტაციის, მინიენციკლოპედიის ან ბლოგის ნიმუშის შექმნა სწავლის შედეგების დემონსტრირების მიზნით
·      სწავლების პროცედურების მონახაზის შედგენა
·      მოსწავლეთა ნამუშევრების თვითშეფასება
·      რეფლექსია თქვენს ბლოგზე

მოდული 5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება
თემა: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება
ძირითადი აქტივობები:
·      უკუკავშირის მიღება მოსწავლის ნიმუშზე
·  შეფასების პროცესში მოსწავლეების ჩართვასთან დაკავშირებული პოტენციური სირთულეებისა და მათი დაძლევის გზების მოძიება
· თქვენ მიერ გამოყენებული შეფასების ფორმების ანალიზი და შეფასება/თვითშეფასება
·      შემაჯამებელი შეფასების პირველადი ვარიანტის შედგენა
·      თქვენი მოსწავლეებისთვის შესაბამისი შეფასების ფორმების შედგენა
·  შეფასების ფორმების შედგენის შემდეგ, მოსწავლეთათვის შექმნილი პროექტის ნიმუშის გადახედვა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა
·      პროექტის გეგმის განახლება
·      რეფლექსია თქვენს ბლოგზე

მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
თემა: მოსწავლეთა ხელშეწყობა და ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე
ძირითადი აქტივობები:
·      დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიების განხილვა
·      მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშემწყობი შეფასების ფორმების შექმნა
·      მოსწავლეთათვის დამატებითი დამხმარე მასალების შექმნა
·  პროექტის გეგმის შეცვლა სხვადასხვა სტილის/დონის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით
·      რეფლექსია თქვენს ბლოგზე
·    თვითშეფასება, თუ რამდენად წარმატებით შექმენით მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემო

მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით
თემა: მასწავლებელი, როგორც ფასილიტატორი
ძირითადი აქტივობები:
·  კითხვის დასმის სტრატეგიები მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად
·      დამხმარე მასალების შექმნა
·      პროექტის გეგმის განახლება
·      განხორციელების სტრატეგიების განხილვა
·      დოკუმენტების შექმნა მენეჯმენტისთვის
·      საგაკვეთილო გეგმის შეფასება და განახლება შეფასების შედეგების მიხედვით
·      რეფლექსია თქვენს ბლოგზე

მოდული 8: პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
თემა: შესწავლილის გაზიარება
ძირითადი აქტივობები:
·      შენი ნამუშევრის მომზადება წარსადგენად
·      პროექტის პორტფოლიოზე უკუკავშირის მიღება და გაცემა
·      რეფლექსია თქვენს ბლოგზე
·      ინტელის ძირითადი კურსის შეფასება


2 comments:

  1. საინტერესო კურსია!

    ReplyDelete
  2. საინტერესო და ბევრის მომცემი ტრენინგი იყო.თვითონ ტრენერი ხომ-შეუდარებელი.მადლობა მაიკოს გაწეული მუშაობისთვის..

    ReplyDelete