ტრენინგი იწყება ქ. თბილისის №138 საჯარო სკოლაში

Sunday, 31 August 2014

დღე III

შეგახსენებთ დავალებას:

  • წაიკითხეთ II მოდულის 1 და 2 აქტივობა.
  • შეიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები თქვენი პროექტისთვის.
  • შეავსეთ პროექტის გეგმა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ჩათვლით.
  • ჩამოწერეთ პროექტის მსვლელობა და აქტივობები.

პირადობის მოწმობის ქსერო ასლებისმოტანა  არ დაგავიწყდეთ!!!


Saturday, 30 August 2014

დღე II

შეგახსენებთ დავალებას:

·                     დაწერეთ მეორე დღის რეფლექსია ბლოგზე.
·                     წაიკითხეთ I მოდული ბოლომდე.
·                     დაასრულეთ პუბლიკაციაზე მუშაობა.
·                     გადახედეთ თქვენი საგნის სტანდარტსშეარჩიეთ რომელი მათგანის მიღწევა გსურთ თქვენს პროექტში.
·                     შეავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის ის ნაწილირომელიც ტრენინგზე აღვნიშნეთ.
·                     გადახედეთ კოლეგების ბლოგებს და გააკეთეთ კომენტარი მინიმუმ 3 კოლეგის ბლოგზე.

Friday, 29 August 2014

დღე პირველი

შეგახსენებთ დავალებას:
  • წაიკითხეთ I მოდულის 1, 2, 3 აქტივობები.
  • დაწვრილებით  განიხილეთ ინტელის რესურსებიდან ერთი პროექტის გეგმა და მისი რესურსები.
  • მოიფიქრეთ საპროექტო იდეა და დაწერეთ.
  • გახსენით ბლოგი.
გისურვებთ წარმატებებს!    - თქვენ ამას აუცილებლად შეძლებთ J

Thursday, 28 August 2014

ინტელის ტრენინგი ახმეტის რაიონის პედაგოგთათვის

2014 წლის 29 აგვისტოს ვიწყებთ ინტელის ტრენინგს ახმეტის რაიონის პედაგოგთათვის ახმეტის N1 საჯარო სკოლაში.



Monday, 18 August 2014

გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს!


მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული (აღინიშნება 6(19) აგვისტოს) — თორმეტიუდიდესი ქრისტიანული დღესასწაულიდან ერთ-ერთიუკავშირდება იესო ქრისტესამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდსფერისცვალების შესახებმოგვითხრობენ მახარებლები მათე (XVII, 1-13), მარკოზი (VI, 2-13) და ლუკა (IX, 28-36).
უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრეიაკობი და იოანე და მათთან ერთადთაბორის მთაზე ავიდა სალოცავადსანამ მაცხოვარი ლოცულობდადაღლილ მოწაფეებსჩაეძინათგაღვიძებისას ნახესრომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: „და იცუალა მათ წინაშესხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზეხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკვითარცა ნათელი“ (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებითშემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენრომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა დატანჯვის შესახებ საუბრობდნენრომლებიც მას იერუსალიმში მოელოდაამის მნახველიმოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და გაოგნებულმა პეტრემ უნებლიეთწამოიძახა: „მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფადა ვქმნეთ აქა სამ ტალავარერთი შენდა,ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელიდაადგა მათხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელირომელიმე სათნო ვიყავმაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ,მათთან იესო მივიდახელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7).როდესაც მათ მიმოიხედესმოსე და ელია აღარსად იყვნენ.

თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისიღმრთაებრივი დიდება - ღვთაებრივიშეუქმნელიმარადიულინათელიუფრო ბრწყინვალედა წმიდავიდრე მზის სხივებინათელირომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით,ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდამოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიულისიცოცხლის საიდუმლოანუ ის სიცოცხლის საიდუმლორომელიც მარადიულადააგაცისკროვნებული ღმრთაებრივი ნათლით.