ტრენინგი იწყება ქ. თბილისის №138 საჯარო სკოლაში

Wednesday, 18 November 2015

ყურადღება! კონკურსი!!!







      ინოვაციური განათლების ფონდი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად აცხადებს კონკურსს მასწავლებელთათვის „სასწავლო პროექტის საუკეთესო პორტფოლიო 2015“. 



კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მასწავლებლებს, რომლებმაც 2014-2015 წლებში გაიარეს ინტელის ძირითადი ტრენინგკურსი - პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება.
კონკურსში წარმოსადგენია ზემოთ აღნიშნული ტრენინგკურსის მიდგომებზე დაყრდნობით შექმნილი პროექტის დასრულებული პორტფოლიო ყველა შესაბამისი დოკუმენტით, ასევე ამავე პროექტის სასწავლო პროცესში განხორციელების ამსახველი მასალები (მოსწავლეთა ნამუშევრები, ფოტო/ვიდეო რესურსები და ა.შ.). 
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მასწავლებელმა უნდა შეავსოს „სასწავლო პროექტის საუკეთესო პორტფოლიოს 2015“-ის ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა. რეგისტრაციისას მონაწილემ უნდა მიუთითოს Google Drive-ზე ატვირთული სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ბმული. ასევე, ბლოგის URL მისამართი, რომელზეც Google Drive-ზე ატვირთული განხორციელებული სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ბმულთან ერთად განათავსებს ამავე პროექტის რესურსებს.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან საგნობრივი ჯგუფების მიხედვით. ნამუშევრების შეფასებისას გამოყენებულ იქნება სასწავლო პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმები. ასევე, გათვალისწინებული იქნება წარმოდგენილი პორტფოლიოების სისრულე და პროექტის განხორციელების ამსახველი მასალები. გამარჯვებული მასწავლებელი მონაწილეობას მიიღებს ინტელის საგანმანათლებლო პროგრამების შემაჯამებელ წლიურ კონფერენციაში, რომელიც გაიმართება 2015 წლის 16 დეკემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.
კონკურსის გამარჯვებული მასწავლებელი სხვა პრიზებთან ერთად მიიღებს პროფესიული განვითარების 1 კრედიტს. 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 1 დეკემბერი.

https://docs.google.com/forms/d/1py2hYuoqqiufm6WyVby2DqtNZQSSwHUuZ0Pql4HGwec/viewform

No comments:

Post a Comment